სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჯეპრა“ და WWF კავკასია საქართველოში „გარემოს დამცველ ჟურნალისტთა ასოციაციას“ აფუძნებს

კვირას, 4 დეკემბერს, 18:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ „ტყის კვირეულის“ ფარგლებში გაიმართება „გარემოს დამცველ ჟურნალისტთა ასოციაციის“ პრეზენტაცია. ასოციაციის დაფუძნების ინიციატორები არიან პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“ და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF კავკასია) კავკასიის წარმომადგენლობა“.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვითი ორგანიზაციების და სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი, გიორგი სანადირაძე, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“ უფროსი პარტნიორი, კახა მაღრაძე და ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, შორენა ცხოვრებაშვილი.

მოწვეული სტუმრები გაეცნობიან „გარემოს დამცველ ჟურნალისტთა ასოციაციის“ ზოგად კონცეფციას და კომუნიკეს, დღეს არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს, როგორიცაა გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხები, ასევე მედიასივრცეში ამ მიმართულებით დღეს შექმნილ ხარვეზებს, კერძოდ, გარემოსდაცვითი საკითხების განხილვა და საინფორმაციო სივრცეში აღნიშნული საკითხების გაშუქება ძირითადად, ზედაპირულად და სტერეოტიპულად ხდება, ან გარემოს დაცვის საკითხებს ძირითადად პოლიტიკოსები, ან რადიკალურად განწყობილი სამოქალაქო ორგანიზაციები იყენებენ, პრობლემების სიღრმისეულად წარმოჩენის გარეშე.

მოწვეული მედიის წარმომადგენლები წარმოადგენენ შენიშვნებს, რეკომენდაციებს და გაიმართება დისკუსია. დასასრულს, ასოციაციში გაწევრიანების სურვილს დაადასტურებენ ხელმოწერით და მოხდება გამგეობის წევრების არჩევა. ყველა სტუმარს სამახსოვროდ გადაეცემა Treepex-ის სასაჩუქრე ბარათი წარწერით: WWF -მა თქვენს სახელზე ხე დარგო!

„გარემოს დამცველ ჟურნალისტთა ასოციაციის“ ახლადარჩეული გამგეობის წევრების შემდეგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება ორშაბათს, 5 დეკემბერს, 11:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“.

„ტყის კვირეული“ მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან აქტივობას და სტარტს აიღებს, 3 დეკემებრს, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩოგბურთის კორტებზე, სადაც გაიმართება უნივერსიტეტების გუნდებს შორის გიგანტური ბუშტების ფეხბურთის ამხანაგური მატჩები. გუნდებს გაამხნევებენ დრამერები, რომლებიც თამაშის დასრულების შემდეგ გაუძღვებიან მსვლელობას, რომელიც დასრულდება მზიურში, სადაც გაიმართება ფოტო-გამოფენა და წარმოდგენილი იქნება ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები. მისულ სტუმრებს უმასპინძლებენ მოხეტიალე მხატვრები, მეგვირგვინეები, წამყვანი ილუზიონისტი, ოჩოფეხებიანი კლოუნები. ღონისძიებას გააფორმებს მუსიკა. ასევე, მოეწყობა ხის ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა.

2016 წელს,ტყის კვირეული პროექტისსატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის - მეორე ფაზა (FLEG II)“ ფარგლებში იმართება. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება მსოფლიო ბანკის, WWF და IUCN-ის ხელშეწყობით, საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, ბელარუსში, უკრაინასა და რუსეთში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100