სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი თოთლაძე მოსახლეობას ხვდება

“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თოთლაძე წინასაარჩევო კამპანიის ფარგლებში ქარელის რაიონის სოფლების ბებნისის, ბებნისის მეურნეობის, ლეთეთისა და ქარელის დევნილთა დასახლების მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და დასმულ კითხვებს უპასუხა. საინტერესო შეხვედრა შედგა დეპუტატობის კანდიდატთან ქარელის დევნილთა დასახლებაშიც. გიორგი თოთლაძემ დევნილთა ყველა კითვას ამომწურავი პასუხი გასცა. “მე ყველაზე მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ თქვენს წინაშე და გავაკეთებ ყველაფერს, რათა გავამართლო თქვენი იმედები", - განაცხადა გიორგი თოთლაძემ მათთან შეხვედრისას.

(რ)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100