სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედას შვილი 33 წლის განმავლობაში საძინებელში ჰყავდა ჩაკეტილი (ვიდეო)

გამომცემობა Life News-მა გაავრცელა ინფორმაცია რუს ქალბატონზე, რომელიც ვაჟიშვილს 33 წლის განმავლობაში ოთახიდან არ უშვებდა.

ქალბატონის მეუღლე გარდაიცვალა როცა ბიჭუნა 10 წლის იყო. მას შემდეგ დედა და შვილი მარტო ცხოვრობდნენ რამდენიმეოთახიან საცხოვრებელ სახლში.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ქალბატონი ფსიქოლოგიურმა პრობლემებმა შეაწუხა და მან გადაწყვიტა, რომ საზოგადოებასთან და გარესამყაროსთან ურთიერთობის შემთხვევაში მის ვაჟს სიკვდილი ელოდა. ამიტომ, შვილი ოთახში ჩაკეტა და არსებობისთვის აუცილებელი პირობებიც იქვე მოუწყო.

ქალბატონმა შვილს ოთახიდან გამოსვლა მტკიცედ აუკრძალა. მეზობლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კი მამაკაცი საპირფარეშოსთვისაც კი არ ტოვებდა საძინებელს.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, „პატიმარმა“ შეუდარებელი განათლებაც მიიღო: იგი ბევრს კითხულობდა, უყურებდა ფილმებს, უსმენდა მუსკას და მინი ავტომობილების კოლექციასაც კი ქმნიდა.

ხუთი წლის წინ დედა გარდაიცვალა, 43 წლის მამაკაცი კი სამი ათეული წლის შემდეგ პირველად გაეცნო გარესამყაროს. მან სამსახურიც კი იშოვა. დიმიტრი აღნიშნავს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია დაივიწყოს წარსული და ახალ ცხოვრებაზე იფიქროს.

თუმცა, ეს ყოველივე დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა აღმოჩნდა მისთვის. ამ დროისათვის მამაკაცი დეპრესიას ებრძვის და დროის უმეტეს ნაწილს კვლავ საკუთარ ოთახში ატარებს.

ექიმებსა და ფსიქოლოგებს მისი მკურნალობა უჭირთ, რადგან როგორც ისინი იუწყებიან, მისი გონება ჩვეულებრივი ადმაიანისგან განსხვავებულად არის მოწყობილი. ჯერჯერობით მისი გაგება ფსიქოლოგებმაც კი ვერ შეძლეს და საუკეთესო მკურნალობად კვლავ მარტოობა ჩათვალეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100