სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკმაყოფილო მოქალაქე და მანდატურის სამსახურის პასუხი

დრონი.ჯი-ს რედაქციაში წერილი მოვიდა. ჩვენთვის უცნობი პირი მანდატურების უფლებების დარღვევის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. დრონი.ჯი აღნიშნული წერილის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

“განათლების სამინისტროს მანდატურს სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ოთახებში ხმისა და გამოსახურლების ჩამწერი კამერები დააყენეს გუშინ ღამით. დღეს კამრები სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს სამსახურის თანამშრომლებმა და ბენეფიციარებმა და. კამერები 24 საათის განმავლობაში იქნება ჩართული და ჩაიწერენ თერაპიის პროცესს. როგორც ვიცით არც განათლების სამინისტროს და არც მანდატურის სამსახურს ამ ეტეპზე არ აქვთ იურიდიული დოკუმენტაცია მომზადებული რომელიც იძლევა ვიდეოსა და ხმის ჩაწერის უფლებას.” - ნათქვამია დრონი.ჯი-ს ფეისბუქ გვერზე მოსულ წერილში

აღნიშნულთან დაავშირებით კომენტარი გააკეთა მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილებმ ლევან ზარდალიშვილმა.

„კამერები, მართლაც დამონტაჟდა, მანდატურის სამსახურთან არსებულ ფსიქოლოგიურ ცენტრში, თუმცა ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, მე პირადად ჩეხეთში ვმუშაობ და ჩემს კაბინეტში მაქვს კამერა. ის პრობლემას არ წარმოადგენს პაციენტისთვის, რადგან კამერის ჩართვა მხოლოდ პაციენტთან შეთანხმებით ხდება, თუ პაციენტი წინააღმდეგია კონსულტაციის დროს კამერა არ ირთვება. ჩვენს შემთხვევაში, კამერები დამონტაჟდა არა იმიტომ, რომ ვინმე გაკონტროლდეს, არამედ იმიტომ , რომ პაციენტს საჭიროების შემთხვევაში ჰქონდეს საკუთარი თერაპიის ჩანაწერი.

სეანსის დროს ფსიქოლოგს, შეიძლება რაიმე გამოეპაროს, ჩანაწერის მეშვეობით კი პაციენტის მდგომარეობის შესახებ უფრო სრულ ინფორმაციას მიიღებს.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩანაწერებთან წვდომა აქვს მხოლოდ ერთ ადამიანს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში აჩვენებს ჩანაწერს მხოლოდ წამყვან თერაპევტს. პაციენტის განკურნების შემდეგ კი ხდება ამ ჩანაწერების ლიკვიდაცია.” - განაცხადა ზარდალიშვილმა დრონი.ჯი-სთან საუბრისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100