სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გედევან ფოფხაძე: „მირჩევნია, ბაჩო ახალაია ციხიდან გამოუშვან, თუ... „

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძის განცხადებით, „იმ შემთხვევაში, თუ შს და თავდაცვის ექს-მინისტრ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არის, მას ურჩევნია, ახალაია პატიმრობიდან გათავისუფლდეს".

აღნიშნულის შესახებ ფოფხაძემ დღეს „პრაიმ თაიმის" პრეს-კლუბში სტუმრობისას ისაუბრა და დასძინა, რომ „საზოგადოების ნაწილში არის განწყობა, თითქოს კოალიცია „ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხალხის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა".

„სპორტის სასახლეში პოლიტპატიმართა ყრილობაზე ვიყავი იმისთვის, რომ მომესმინა ამ ხალხისთვის. მიმაჩნია, რომ ეს ღონისძიება იყო საინტერესო. არის დამოკიდებულება, რომ "ქართულმა ოცნებამ" იმ დროში, რაც ჰქონდა, ხალხის მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ შეძლო. ამიტომაც გაწბილების მომენტი სახეზეა, მაგრამ მიმაჩნია ასევე, რომ როგორც არ უნდა გვემოქმედა, ვიღაცას უკმაყოფილების გრძნობა მაინც ექნებოდა. ბევრი პირი არ არის პასუხისგებაში მისაცემი და მათ მიმართ სახელმწიფომ ვერ გამოიჩინა ის ინიციატივა, რაც უნდა გამოეჩინა. მე მირჩევნია, ახალაია გამოუშვან ციხიდან, თუ მის მიმართ არ არის მტკიცებულებები, ვიდრე შეყარონ ყველა ის ხალხი, რომელიც ჩვენ ამდენი ხნის მანძილზე გვაღიზიანებდა", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100