სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორონავირუსის +7 სავარაუდოდ დადასტურებული შემთხვევა - იტალიიდან ჩამოსული შვიდი პირი ინფექციურში გადაჰყავთ

კორონავირუსის 7 სავარაუდო შემთხვევა, რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონიდან ინფექციურ საავადმყოფოში 7 პირი გადაჰყავთ. შვიდივე მათგანი საქართველოში გუშინ იტალიიდან ჩამოვიდა.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, ლევან გოფოძე აცხადებს, ამ დროისთვის საავადმყოფოში 40 პაციენტი იმყოფება. რაც შეეხება იტალიიდან გუშინ სპეცრეისით ჩამოყვანილ მგზავრებს, მათგან მხოლოდ 7 ადამიანია გადაყვანილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მათ შესაბამისი ტესტირება ჩაუტარდებათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100