სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი გოგო ექიმს: "თვალის წამწამები მიციმციმებს!"- გაინტერესებთ რა უპასხუა ექიმმა?

- ძალიან უცნაური კითხვა უნდა დაგისვათ და თანაც მინდა დამარიგოთ, როგორ მოვიქცე, ასეთი რაღაც მჭირს, თვალების წამწამები მიციმციმებს, ოღონდ გააჩნია რომელი თვალია, თუ მარჯვენა თვალმა დამიწყო ციმციმი, არ არსებობს, რომ ავად არ გავხდე, ან მე ან ჩემი ოჯახის წევრი ვინმე და გავიარო ნერვიულობა. თუ მარცხენამ დაიციმციმა, რაღაცა გამიხარდება უზომოდ. შარშანწინ მარჯვენა თვალის წამწამი მიპაჭუნობდა სულ მთელი 5-6 თვის მანძილზე, ძალიან შეშინებული ვიყავი იმიტომ, რომ დაცდილი მქონდა ავადმყოფობა და ჩემი შიში გამართლდა, სიკვდილს ძლივს გადავურჩი, ისე ცუდად ვიყავი, კისტა გამისკდა საკვერცხეზე და პერიტონიტი განვითარდა, თანაც დაცდილი მაქვს აფთიაქში შესვლაზედაც კი მიციმციმებს, რომ დაიწყებს ციმციმს, არ არსებობს, რომ არ დამჭირდეს ან ექიმი ან წამლის საყიდლად აფთიაქში შესვლა, ასე ვარ მთელი ცხოვრებაა, 31 წლის ვარ ეხლა, უკვე საშინლად მეშინია, რომ ამიციმციმდება მარჯვენა თვალის წამწამი. რა უნდა იყოს, მაინტერესებს, კი მაგრამ ერთი ადამინიც არ არის ისეთი, ვისაც ასეთი რამე ემართება? მე ვარ მარტო ასე? დაიწყებს ციცმციმს და ჩემთვის ვიტყვი აი ეხლა დამჭირდება ექიმი და არ არსებობს შემთხვევა, რომ მართლა არ დამჭირდეს, როცა ექიმიდან მოვდივარ მერე უკვე აღარ ციმციმებს, ასეთი არაფერი არ გამიგონია ხალხო. გთხოვთ, რომ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე ან ვის მივმართო, მირჩევნია ისე გავხდე ავად წინასწარ არაფერი ვიცოდე, ბავშვობაში სულ მარცხენა თვალი მიციმციმებდა ხოლმე, მაშინ უფრო მეტი მიხაროდა და ვევრი სასიხარულო ამბებიც ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ახლა კი სულ ცუდი რაღაცეები ხდება, ამ ამოუცნობ მოვლენას თქვენ ხომ ვერ ამიხსნით, თქვენი იმედი მაქვს.


- მედიცინისთვის არ არის ცნობილი თვალის ციმციმსა და წინასწარმეტყველებას შორის კავშირი. თქვენ პრობლემას ბლეფაროსპაზმი ჰქვია, იგი ქუთუთოს ირგვლივი კუნთის კლონური და ტონური კრუნჩხვებით გამოვლინდება. კლონური სპაზმის დროს (რასაც თქვენს შემთხვევაში აქვს ადგილი) მკვეთრად შესამჩნევია ქუთუთოების ხშირი, ელვისებური ხამხამი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კონიუნქტივიტით, ბლეფარიტით, რეფრაქციის ამა თუ იმ ანომალიით, ნევრასთენიით, ბავშვებში - ჭიებით ინვაზიით. გირჩევთ მიმართოთ ოფთალმოლოგს.
ასევე გირჩვეთ, არ მოაქციოთ ყურადღება თვალის ციმციმს და შეეცადეთ არ დაუკავშიროთ იგი ამა თუ იმ მოვლენას. თუ ამას ვერ ახერხებთ, მაშინ მიმართეთ ფსიქოთერაპევტს.
აქვე ორიოდ სიტყვით გეტყვით, რომ როდესაც ადამიანი ასეთ იდუმალ კავშირებს აბამს მომხდარ და მოსალოდნელ მოვლენებს შორის, ამას ცრურწმენა ჰქვია და მისი მიზეზი ურწმუნოება გახლავთ. თუ გსურთ, გათავისუფლდეთ ასეთი აკვიატებებისგან, აუცილებლად უნდა გაძლიერდეთ რწმენაში, რისთვისაც მოძღვარს უნდა მიმართოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100