რუსეთის თავდაცვის სამინისტროში პედოფილებიც არიან
მოსკოვში დააკავეს პედოფილი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკი აღმოჩნდა. მისი მსხვერპლი 9 და 15 წლის ძმები გახდნენ. მებრძოლმა დანაშაული აღიარა, ასევე აღნიშნა, რომ სამი წლის მანძილზე იყო აღნიშნული საქმიანობით დაკავებული.
პედოფილის კვალს დაკვირვებული მეზობლის საშუალებით მიაგნეს. ივლისის დასაწყისში, მოსკოვის მცხოვრებმა, მონინა შელკოვსკავამ, დარეკა ცხელ ხაზზე და განაცხადა, რომ მის მეზობელ სახლში, საეჭვოდ ხშირად დადიან არასრულწლოვანი ბავშვები. სამართალდამცველებმა კი აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება გადაწყვიტეს.
როგორც გაირკვა, სახლი 44 წლის ადგილობრივ მცხოვრებს ეკუთვნოდა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკი აღმოჩნდა. დადგინდა, რომ მისი მსხვერპლი 9 წლის და 15 წლის ძმები იყვნენ. ასევე, ცნობილი გახდა, რომ გენერალი ბავშვებზე 2009 წლიდან ძალადობდა. სამხედრო პირის მიმართ სარჩელი აღიძრა, არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის მუხლით. პოლკოვნიკი დაიჭირეს. პირველივე დაკითხვაზე, მან დანაშაული აღიარა.
თავდაცვის სამინისტროში აღიარეს, რომ მათი ოფიცერია დაკავებული. როგორც აღმოჩნდა, პოლკოვნიკი მოსკოვში არცთუ ისე დიდი ხანია მუშაობს. იგი ერთ–ერთი სამხედრო დანაყოფიდან, 2009 წელს გადაიყვანეს დედაქალაქში.
„იმ სამხედრო დანაყოფის მეთაური, სადაც ეჭვმიტანილი 2009 წლიდან მსახურობდა, მას საკმაოდ დადებითად აფასებს.“ – განაცხადეს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა.
უკანასკნელ კვირას, ეს პირველი სკანდალი არ არის, რომელიც პედოფილიას უკავშირდება. 19 ივლისს, 38 წლის ალექსეი ჟიცკიმ, საცხოვრებელი სახლის ეზოდან, ექვსი და შვიდი წლის გოგონები გაიყვანა. შვიდი წლის გოგონაზე ძალა იხმარა და გააუპატიურა, ასევე, გაგუდვით დაემუქრა. გამოძიებამ კი აჩვენა, რომ 1998 წელს ჟიცკი მკვლელობისთვის გაასამართლეს, 1997 წელს კი გატაცებისთვის, სამწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. მკვლელობისთვის კი, ჟიცკის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, 2009 წელს, იგი ვადამდე ადრე გაათავისუფლეს.
დაკავებიდან ერთი კვირის შემდეგ პოლიციელებმა ეჭვმიტანილი გაუშვეს, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. დაახლოებით 200 ადამიანი, ეჭვმიტანილის სახლის წინ კანონმდებლებს, დამნაშავის მათთვის გადაცემას სთხოვდნენ. პოლიციელებმა კი ჟიცკის შენიღბვით მოახერხეს მისი ლინჩის წესით გასამართლებისგან გადარჩენა. სამართალდამცავებმა 23 ივლისს დააკავეს ის პოლიციელებიც, რომლებმაც დამნაშავე გაათავისუფლეს და მათ ბრალი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით წაუყენეს.
კომენტარი