სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისის და რუსთავის იუსტიციის სახლებში გაგონილი სასაცილო ფრაზები

ქუთაისის და რუსთავის იუსტიციის სახლებიდან

ქუთაისის იუსტიციის სახლში გაგონილი:

კატარღის ცნობა მინდა - ყადაღის არარსებობის შესახებ ცნობა

დიდ მეწარმის გაცოცხლების საბუთი - ინდ.მეწარმეობის განახლება

ცეცხლოვანი ხაზის ნომერი მინდა - ცხელი ხაზი

უკაცრავად, გასვლაზეც ბილეთი უნდა ავიღო?

ლაითი ბარათი მინდა ავიღო - ID ბარათი

გასათხოვარი რომ ვარ იმის ცნობა მინდა - ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ

ბავშვის ასლი მინდა - განმეორებითი დაბ. მოწმობა

ფენოვანი პირადობა - ID ბარათი

რუსთავის იუსტიციის სახლში გაგონილი:

უარი მინდა საქართველოზე (მოქალაქეობაზე უარის თქმა )

ცოლის მოყვანა მინდა და ვის მივმართო? (ქორწინების რეგისტრაცია )

ბავშვის გატარებაზე ვარ (დაბადების მოწმობის აგება )

გეომეტრიული/კოსმოსური/ანატომიური სურათი მინდა (ბიომეტრიული სურათი )

უსამართლობას თქვენთან იძლევიან? (ნასამართლეობის ცნობის აღება)

მოსაკითხად ვარ მოსული (საბუთის გასატანად)

ხელი გვინდა მივაჯღაბნოთ (ქორწინების რეგისტრაცია)

პასპორტი მაქვს ასაღები და სად მოვკალათდე?

სია მინდა ჩემი მტრების, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უნდა

მოვაწერინო ხელშეკრულებაზე ხელი -ამბობს მოქალაქე

ჩემს მეგობარს ვადა გაუვიდა (პასპორტს გაუვიდა ვადა)

კატარაქტის ცნობა მინდა (იგულისხმება ყადაღის ცნობა)

ჩემი ცოლი ძალით გახადეს ინდ.მეწარმე, შეიძლება ქალი ძალით გახადოო? კაცო, ჩემი ცოლი ძალით გახადეს გეუბნებით მე თქვენ

უკაცრავად, ბავშვის გასაკეთებლად ვარ, თქვენ უნდა მოგმართოთ? ( დაბადების მოწმობა სურდა აღელვებულ ახალბედა მამას)

ასევე იხილეთ: აჭარის იუსტიციის სახლებში გაგონილი სხვა სასაცილო ფრაზები

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100