„სურამში ნაზუქებს, რომ ყიდიან იმ ქალებს გავხართ“ - სტეფანემ რუსთავი 2-ს და იმედს მიმართა
რუსთავი 2-ზე X ფაქტორისა და იმედზე ცეკვავენ ვარსკვლავების ეთერში ერთსა და იმავე დროს გაშვებას, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მომღერალი სტეფანე მრებრიშვილი.
„აი ეს ერთმანეთზე დასმა და ერთმანეთის ჩათრევა , მთავარი სხვა არ იყოს კარგად, გვღუპავს. ეს ქაჯობა ალბათ არასოდეს მიგვატოვებს. ( x ფაქტორზე - ცეკვავენის დასმას ვგულისხმობ)
როგორც სურამში ნაზუქებია გამოფენილი ერთმანეთის ჯინაზე, თავშიც არ მოსდის არავის ამდენ ნაზუქში ვინმემ ხაჭაპური გამოაცხოს... „ - წერს მომღერალი პირად ფეისბუქ გვერდზე.
კომენტარი