სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრიტანელი სპეცრაზმელი სადამ ჰუსეინის საჯდომს ჰყიდის

ყოფილმა სპეცნაზელმა სადამ ჰუსეინის ძეგლის საშუალებით ფულის გაკეთება გადაწყვიტა. 2003 წელს ბაღდადში ამერიკელმა ჯარისკაცებმა ყოფილი დიქტატორის ქანდაკება გაანადგურეს. მის ნარჩენს კი მალე აუქციონზე გასაყიდად გამოიტანენ. დიქტატორის ბრინჯაოს საჯდომი ბრიტანეთის ყოფილ სპეცნაზელ ნაიჯელ ელის ეკუთვნის.

„ეს პიკანტური ნაწილი მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემთან ინახებოდა, მაგრამ ახლა გადავწყვიტე კეთილ საქმეს მოვახმარო!“ - განაცხადა ელიმ. შემოსულ თანხას იგი ქველმოქმედებას მოახმარს.

ცნობილი ქანდაკების ნაწილი ელის მაშინ ხვდა წილად, როდესაც ბაღდადში იმყოფებოდა. „როდესაც ფიდროსის მოედანზე მივდიოდით, სწორედ იმ დროს ჩამოაგდეს ამერიკელებმა ქანდაკება!“- ჰყვება ელი.

ნაიჯელს მაშინვე მოუვიდა აზრად აეღო ქანდაკების რაიმე ნატეხი და სუვენირად შეენახა და ერთ-ერთ ჯარისკაცს სთხოვა, რაიმე ნაწილი მიეცა, მან კი დიქტატორის თითქმის ერთმეტრიანი საჯდომი მიაწოდა.

როგორც ელი აცხადებს, ამ „სუვენირმა“ მას უბედურება მოუტანა. როდესაც ჯარისკაცი ბაღდადს ტოვებდა, აეროპორტში აღნიშნული „ბარგისათვის“ საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუხდა. თუმცა, ელი იმედოვნებს, რომ ამ ერთობ ეგზოტიკური სუვენირის სანაცვლოდ, რამდენიმე ათას დოლარს მიიღებს.

სადამ ჰუსეინის ქანდაკება, 2003 წელს ამერიკელებმა იმ დროს ჩამოაგდეს, როდესაც ჯარები ერაყის დედაქალაქში შევიდნენ. იმ დროს მოედანზე უამრავი ადამიანი მივიდა ანტიერაყული და პროამერიკული ლოზუნგებით, საკუთარი ხელითაც კი სცადეს დიქატატორის „ჩამოგდება“, თოკები გამოაბეს და ცდილობდნენ ქანდაკების გადმოგდებას. ბოლოს ამერიკული ტანკის დახმარება გახდა საჭირო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100