სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე შეაფასა უსუფაშვილმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღეს ჟურნალისტების თხოვნით, უკრაინაში განვითარებული მოვლენები შეაფასა და განაცხადა, რომ უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების პოზიციები შეთანხმებულია და სრულ ჰარმონიაშია იმასთან, რასაც მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოება აკეთებს.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, უკრაინაში, სამწუხაროდ, გრძელდება რუსეთის აგრესია.

„ამის მოწმე ვართ ჩვენ, რამდენიმე თვეა. ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, დაიძაბა ვითარება. სამწუხაროა, რომ ის შეხვედრა, რომელიც შედგა მინსკში, ვერ აღმოჩნდა სიტუაციის დარეგულირებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მსოფლიომ, დემოკრატიულმა სამყარომ და, მათ შორის საქართველომ, უნდა გავაგრძელოთ ის პოლიტიკა, რაც დღემდე იყო - ეს არის უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, უკრაინელი ხალხის თავისუფალი არჩევანის უფლების უპირობო მხარდაჭერა და ყოველგვარი ძალადობის, აგრესიის დაგმობა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100