სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზესტაფონის ერთ-ერთ სოფელში მგლებმა ცხვრები დაგლიჯეს

ზესტაფონის სოფლებს მგლები შეესია. ბოლო შემთხვევა სოფელ კლდეეთში დაფიქსირდა.

მგლებმა ადგილობრივი მაცხოვრებლების ცხვრები დაგლიჯეს. როგორც სოფლის მკვიდრები აცხადებენ, მსგავსი ფაქტები საკმაოდ ხშირია.

ბოლო ოთხი წელია სოფლებში მგლების რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა და ხშირია მსგავსი შემთხვევებიც, ამის გამო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სპეციალური ჯგუფი მგელზე ნადირობას იწყებს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში კი განმარტავენ, რომ თუ ნადირი თავს ესხმის ადამიანს ან შინაურ პირუტყვს, ადგილობრივებს მათი ლიკვიდაცია შეუძლიათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100