მაურინიომ აღიარა, რომ მისი გული „ჩელსის“ ეკუთვნის
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მაურინიომ აღიარა, რომ მისი გული ჯერკიდევ „ჩელსის“ ეკუთვნის.
პორტუგალიელმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ „რეალიდან“ წასვლის შემდეგ იგი აუცილებალად ინგლისის რომელიმე კლუბს უხელმძღვანელებს.
მაურინიო „ჩელსის“ ფეხბურთელებს სამი წლის განმავლობაში წვრთნიდა. ამ წლების მანძილზე მან სამჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი. პორტუგალიელს უკან დაბრუნება სურს.
„როცა ამას ესპანეთში ვამბობ, ისე იგებენ, თითქოს ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. მე შემიძლია საკუთარ სიტყვებზე პასუხი ვაგო, „რეალის“ შემდეგ ინგლისი იქნება და მე ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა მაურინიომ.
„მე მზად ვარ გადავხედო შემოთავაზებებს ნებისმიერი ინგლისური კლუბისგან, მაგრამ მე მაინც „ჩელსის“ ვეკუთვნი“, - დასძინა პორტუგალიელმა.
კომენტარი