არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გასცა 20 ივნისს ბრძანება, პასუხისმგებელი ვიყავი მე - გახარია
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია თეონა გეგელიასთან ინტერვიუში 20 ივნისზე დარჩენილ შეკითხვებზე საუბრობს და ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში 20 ივნისის მოვლენები შეფასებულია, როგორც ძალადობრივი შტურმი პარლამენტის შენობაზე.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში 20 ივნისი მოვლენებზე წერია, რომ ეს იყო ძალადობრივი შტურმი პარლამენტის შენობაზე, ის რასაც ჩვენ ვამბობდით, ეს იყო 2-3 თვის წინ და არცერთ მედია საშუალებას არ გაუშუქებია"- აცხადებს ყოფილი გახარია.
ყოფილი პრემიერი ასევე საუბრობს 20 ივნისს დარბევის ბრძანების გამცემზე და და ამბობს, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ გასცა დარბევის ბრძანება, რადგან ღონისძიებაზე პასუხისმგებელი თავად იყო.
ვინ გასცა ეს ბრძანება 20 ივნისზე, ამას ყველა მეკითხება, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან იმ ღონისძიების პასუხისმგებელი ვიყავი მე",- ამბობს გახარია.
მისი თქმით, აუცილებლად გაჩნდება ოდესმე კითხვა, თუ ვის იცავს "ოცნება" 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.
შეიძლება ოდესღაც გაჩნდეს კითხვა და გაჩნდება, ვის იცავს "ოცნება" პოლიტიკურად, როდესაც არავისთვის საჭირო ამნისტია გამოაცხადა 20 ივნისთან დაკავშირებით, ან იცავს "ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც იყო სულისჩამდგმელი და იდეოლოგი ამ შტურმის, ან ვის? ეს კითხვები ჰაერშია ჩამოკიდებული და პასუხებს მოითხოვს, ამას დასჭირდება დრო",- აცხადებს ყოფილი პრემიერი.
გახარია ასევე გავრილოვის ქვეყანაში და პარლამენტში შეშვებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ გავრილოვი რომ ქვეყანაში არ შემოეშვათ, ღონისძიება მთლიანად ჩაიშლებოდა.
20 ივნისს გავრილოვთან ერთად დელეგაციაში კიდე 12 წევრი იყო და არ შემოვუშვით, არც ამას არ ვუშვებდით, ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ეს ვაჟბატონი ქვეყანაში შემოსაშვები არ იყო, თუმცა ამას მოჰყვა მთელი პოლიტიკური დებატები, მაგრამ იყო საკითხი, ეს კაცი თუ არ შემოვუშვით, ეს ღონისძიება მთლად ჩაიშლებოდა",- ამბობს გახარია.
კომენტარი