“რუსთაველში დაძაბული ურთიერთობა მაქვს, ჩემი დის ამბების შემდეგ, ასევე რაღაც პროტესტები მქონდა... სპექტაკლებში აღარ მანაწილებენ, შეიძლება ეს ერთგვარი დასჯაც არის" - რუსკა მაყაშვილი
მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი დავით გორგილაძის გადაცემაში სტუმრობისას ამბობს, რომ მას "რუსთაველის თეატრში“ როლებს აღარ აძლევენ. მიზეზი რამდენიმეა, მათ შორის მისი დის, ნინუცა მაყაშვილის განცხადებები. შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ ნინუცა მაყაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზო გადაცემაში ისაუბრა, რომ ყოფილი ქმარი, ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად ძალადობდა... რუსკა მაყაშვილი: "თეატრისგან უფრო მეტს ველოდი, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოვიდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თეატრი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რას გავაკეთებ იქ. სამწუხაროდ, არაფერი არ გამიკეთებია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი პროფესიაა, ვარ "რუსთაველის ეროვნული თეატრის“ დასის წევრი, დღემდე. ძალიან, სამწუხაროა, რომ არ მეძლევა არანაირი შანსი, რომ ჩემი სათქმელი ვთქვა. სხვა თეატრებში ვთამაშობ სპექტაკლებს. რუსთაველში ისედაც დაძაბული ურთიერთობა მაქვს, ჩემი დის ამბების შემდეგაც, ასევე რაღაც პროტესტები მქონდა, ეს პროტესტები გამოვთქვი და ბევრი ვილაპარაკე. არ უყვართ ბევრს რომ ლაპარაკობენ, შეიძლება ეს ერთგვარი დასჯაც არის ჩემი, რომ სპექტაკლებში აღარ მანაწილებენ. შეიძლება გაცვეთილი სახე ვარ მათთვის და აღარ არის საინტერესო. შარშან კინოს კასტინგზე მარტო იმიტომ თქვეს ჩემზე უარი, რომ რუსკა მაყაშვილი ვარ. პირდაპირ ვიტყვი, რომ მათთვის პაპსა მსახიობი ვარ და არ არის ეს საინტერესო. მიმიშვი და რა იცი, რას გავაკეთებ. არც ვბრაზდები, არც გულში ვიდებ და თუ დამიძახებენ, აუცილებლად წავალ და ვიმუშავებ. ეზარებათ რეჟისორებს. ეძებენ იმ ტიპაჟს, რომელიც როლს მოუხდება. არ გაძლევენ საშუალებას, რომ შენს როლზე იმუშაო, შეიცვალო. მათთვის უბრალოდ ვასოცირდები იმასთან, რომ ვარ გაცვეთილი სახე და ეს არის მოსაბეზრებელი. მოვიტყუები, რომ არ არის საწყენი, მაგრამ არ უნდათ და ნუ უნდათ, მე ვიცი, რომ მომეცემა ამისი შანსი და ვიტყვი ჩემ სათქმელს... პაპსა ვარ რა... ეს ნიშნავს რომ ზედმეტად პოპულარული ხარ, მასობრივი. არ ვუყურებ ამ ჩემს "პაპსობას", როგორც განსაკუთრებულ მდგომარეობას. ყველა ადამიანს უნდა იყოს თავის საქმეში პოპულარული..." რუსკა მაყაშვილმა კიდევ ერთხელ ილაპარაკა მაზე, თუ როგორ დაუხურეს შოუ "რუსთავი 2“-ზე და წყენით აღნიშნა, რომ ეს მისთვის მოულოდნელი იყო... "არც ბანძი არ ვარ, არც ბანძი შოუ მქონია და არც ბანძი რეიტინგი ჰქონია ამ გადაცემას.." - ამბობს მაყაშვილი, რომელიც გასულ კვირას, "რუსთავი 2“-დან წამოსვლის შემდეგ "იმედზე“ გადავიდა და "ჩვენი ოჯახის“ გუნდს შეუერთდა. მაყაშვილი გადაცემას შაბათ-კვირას, გია ჯაჯანიძესთან, ნანუკა ხაზარაძესთან, დიმა ობოლაძესა და ნუცა ქავთარაძესთან ერთად გაუძღვება.
კომენტარი