სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვაშლის ცხარე სანელენელი

მასალა:

250 გრამი არამწიფე ვაშლი

75 გრამი ქიშმიში

40 გრამი ხახვი

100 გრამი პამიდორი

200 გრამი შაქარი

ცოტა კოჭას და მიხაკის ფხვნილი

მდოგვი

ღვინის ძმარი

ვაშლი გავთალოთ, გამოვაცალოთ გული და მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე, თან დავამატოთ ძალიან მცირე რაოდენობის წყალი. ქიშმიში და ხახვი დავჭრათ წვრილად. პამიდორს გადავასხათ მდუღარე წყალი და მოვაშოროთ კანი. ყველა პროდუქტი ჩავაწყოთ ერთ ქვაბში და დავდგათ მოსაშუშად დაბალ ცეცხლზე 1 საათის განმავლობაში. სოუსი გადავასხათ ჭიქებში და ზემოდან გადავაფაროთ სველი პერგამენტის ქაღალდი. სუფრაზე ცივ ხორცთან ან თევზთან ერთად მივიტანოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100