სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ორივე ბავშვი საავადმყოფოში შეყვანის დროს გარდაცვლილი იყო" - კლინიკა „რუსთავში“ სამართალდამცველები მუშაობენ

ქვემო ქართლის რეგიონში ორი ჩვილი გარდაიცვალა.

როგორც კლინიკა "რუსთავის" ექიმ-თერაპევტი გიორგი მოდებაძე აცხადებს, ორივე ჩვილი სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში ერთსაათიანი ინტერვალით შეიყვანა.

ექიმის განცხადებით, ორივე ბავშვი საავადმყოფოში შეყვანის დროს გარდაცვლილი იყო. ერთი ბავშვი რუსთავის მკვიდრი იყო, მეორე კი საავადმყოფოში გაჩიანიდან შეიყვანეს.

რუსთავის კლინიკაში სამართალდამცველები და ექსპერტები მუშაობენ.

ბავშვების გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100