სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ნუ აჯანჯღარებთ ამ ქვეყანას“ – თეა წულუკიანი

„ნუ აჯანჯღარებთ ამ ქვეყანას“ – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპერატორის გარდაცვალება პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენონ.

„პოლიციამ გააკეთა შეუძლებელი და ამიტომაც მომავალში კეთილი ინებეთ ყველამ და მოუსმინეთ მთავრობას. როდესაც მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ვიყოთ ფრთხილად, შევიცვალოთ აღლუმის ადგილი, ეს ვიღაცამ უნდა დაიჯეროს და გაიზიაროს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ლგბტ თემს სურდა კიდეც ამისი მოსმენა და გაზიარება, მაგრამ არ სურდათ იმ პოლიტიკურ ლეშიჭამია ძალებს, რომელსაც სურდათ ეს პროვოკაცია. პოლიციამ უზრუნველყო შეუძლებელი, მაგრამ ეს თქვენ არ მოგწონთ, თქვენ გინდათ აკეთოთ ის, რაც არის პროვოკაცია და რეალურად, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა, რომელთანაც თქვენ თანამშრომლობთ კარგად და ეს ძალიან კარგია, აჯანჯღარებთ ამ ქვეყანას და ნუ აჯანჯღარებთ ამ ქვეყანას,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100