სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეუფე გრიგოლი დღეს წალკაში ბოლო ღვთისმსახურებას აღავლენს

წალკის ეპარქიის უკვე ყოფილი მმართველი, ეპისკოპოსი გრიგოლი დღეს დილიდან წალკის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში ბოლო ღვთისმსახურებას აღავლენს, შემდეგ კი მრევლს დაემშვიდობება.

მოგვიანებით ეპისკოპოსი მარტვილის ეპარქიაში დაბრუნდება, სადაც სინოდის გადაწყვეტილების შემდეგ, უკვე რამდენიმე დღეა, რაც იმყოფება.

სასულიერო პირებს, რომელთან ერთადაც მეუფე გრიგოლი წალკაში მსახურობდა, ჭყონდიდის ეპარქიაში გადასვლაზე გადაწყვეტილება მიღებული ამ დრომდე არ აქვთ.

"ჯერ არაფერი ვიცით მეუფისგან. მოვისმენთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. არაფერს ვგეგმავთ. კურთხევის გარეშე არც შეიძლება რაიმეს ვგეგმავდეთ" - აღნიშნა იღუმენმა ლუკიანემ.

თუ ვინ უხელმძღვანელებს წალკის ეპარქიას, წმინდა სინოდს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100