სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სადამ ჰუსეინის ორეული პორნოფილმში გადაღებისთვის გაიტაცეს

ეგვიპტური გაზეთის „ალ-აჰრამის“ ვებ-გვერდის ცნობით, სულ ცოტა ხნის წინ ალექსანდრიაში ერთი უჩვეულო ინციდენტი მოხდა: იქ სადამ ჰუსეინის ორეული გაიტაცეს და გაზეთის ცნობით, ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთეს, რომ ერაყის ყოფილ დიქტატორზე პორნოფილმის გადაღებას აპირებდნენ.

სამი შეიარაღებული პირი ადგილობრივ მცხოვრებს, მუჰამედ ბიშარს დაესხა თავს. ის ცემეს და თავიანთ ავტოფურგუნში შეათრიეს. ხანგრძლივი დავის შემდეგ მათ ის მანქანიდან გადმოაგდეს და მიიმალნენ. გაზეთის კორესპონდენტმა საავადმყოფოში მოინახულა გატაცებული, რომელიც თავს ჯერაც შეუძლოდ გრძნობს. გაზეთის ცნობით, მას სახეზე სისხლჩაქცევები აღენიშნება, მაგრამ საუბარი შეუძლია.

მისი ნააამბობიდან ირკვევა, რომ საკუთარი მანქანით ერთ-ერთ კაფესთან მისულს, სამი მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს, მანქანაში შეათრიეს და მათი სიტყვებიდან გაიგო, რომ ერაყელები არიან, რომლებიც სადამ ჰუსეინზე ფილმის გადაღებას აპირებენ. „ისიც გავიგე, რომ პორნოფილმზე იყო საუბარი“, - თქვა დაზარალებულმა. – „მაგრამ როცა კატეგორიული უარი ვთქვი, ეტყობა, გადაიფიქრეს, რადგან მანქანიდან გადამაგდეს, თუმცა, მანამდე უღმერთოდ მცემეს“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100