სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სალომე ზურაბიშვილი: მე, სადაც კი შემიძლია მივიტანო მაღალმთიანი რეგიონების პრობლემები, ამას მივიტან

„მაღალმთიან რეგიონში პირველ რიგში ისეთი პირობები უნდა იყოს შექმნილი, რომ ადამიანები აღარ წავიდნენ და პირიქით, დაბრუნდნენ. ეს, ნიშნავს განსაკუთრებული პირობების შექმნას, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თიანეთში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, გარკვეული ზომები უკვე არის მიღებული იმისთვის, რომ მაღალმთიან რეგიონებში გარკვეული შეღავათები და პრივილეგიები იყოს.

“თუმცა, ეს საკმარისი არ არის, რომ დაცლის ტალღა შევამციროთ და დაგროვების ტალღად გადავაქციოთ. მე, როგორც ქვეყანაში დაბრუნების სიმბოლოს, მიმაჩნია, რომ ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია და ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მე, სადაც კი შემიძლია მივიტანო მაღალმთიანი რეგიონების პრობლემები, ამას მივიტან და ხელს შევუწყობ მაქსიმალურად.

არ არსებობს, რომ ამაში პრეზიდენტი პიროვნულად და პირადად არ იყოს პასუხისმგებელი და ჩართული ამ საქმის ბოლომდე მიყვანაში. ამაზე, პირადად მე ვიქნები თქვენს წინაშე პასუხისმგებელი. ამას აქვს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი დიპლომატიური და ეკონომიკური მხარე. ანუ, ადამიანების დაბრუნება, ისეთი ეკონომიკური პირობების შექმნა, რომ მათი აქ ყოფნა გაუსაძლისი არ იყოს, თუნდაც ზამთარში, ეს ნიშნავს, რომ ტრანსპორტი რეგულარულ დონეზე უნდა არსებობდეს. კლიმატური პირობები რთულია, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია. ამ საკითხში მე ძალიან მომთხოვნი ვიქნები მთავრობის და პარლამენტის მიმართ, რომ ყველაფერი გაკეთდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100