ახალციხეში 12 წლამდე ასაკის ბიჭს გველმა უკბინა
ახალციხეში, არასრულწლოვანს გველმა უკბინა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
როგორც ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური მენეჯერი, ბესო ბურჯალიანი ამბობს, მოზარდი ჯერ ახალციხის ჰოსპიტალში შეიყვანეს, ხოლო იმავე დღეს თბილისში გადაიყვანეს.
„სამი-ოთხი დღის წინ შემოიყვანეს ბიჭი, 12 წლამდე იქნებოდა გველის ნაკბენით, იმავე დღეს გადავიყვანეთ თბილისში. საგანგაშო მდგომარეობა არ ჰქონდა“, – ამბობს ბესო ბურჯალიანი.
როგორც ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გვითხრეს, წელს გველისგან დაკბენის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე
კომენტარი