სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

,,ჩვენ ყველა მოვკვდით, მაშინ, როცა გარდაიცვალე''

ივლიტასთვის! https://www.facebook.com/groups/836464393115261/ - ასე ჰქვია ფეისბუქზე ჯგუფს, რომელიც ივლიტა ჯიბუტის ახლობლებმა და ნათესავებმა გააკეთეს. აი რას ითხოვენ ისინი:

მეგობრებო! ივლიტა ჯიბუტის ოჯახი გთხოვთ ნებისმიერი ინფორმაცია(ვიდეო, ფოტოსურატი, საგაზეთო სტატია და სხვა) რომელშიც მოხსენიებულია ივლიტა, განათავსოთ ამ ჯგუფში... წინასწარ გიხდით მადლობას

ჯგუფში, ძალიან ტკივილისა და ცრემლის გამოხატველი პოსტებია:

- ,,ჩვენ ყველა მოვკვდით, მაშინ, როცა გარდაიცვალე''

- მე არ მოვმკვდარვარ გარდავიცვალე
უსასრულობის გავცურე ზღვაში
მე მხოლოდ ბინა გამოვიცვალე
დედამიწიდან გავფრინდი ცაში.....

- გარდავიცვალე იქ სადაც,
ყველა ჭრილობა მთელდება,
მე არ მოვმკვდარვარ იცოდე,
ჩემი სიცოცხლე გრძელდება...
ქარებმა როცა ღრიალი
და წვიმამ იწყო ტირილი,
მე ზეცად ასულს იცი რომ
ვიხილე უფლის ღიმილი...
ნუ შეგაშინებს ტკივილი,
ნუ შეგაშინებს ზამთარი,
და ნუ იკითხავ ნურასდროს,
ბედნიერება სად არის.?.
მიმოიხედე გარშემო
და გაუფრთხილდი სამყაროს,
თქვი "მაპატიეთ" "მიყვარხართ"
ბოროტმა რომ ვერ გაგყაროს...
ვინც ძვირფასი და წმიდაა,
ხელის გულებით ატარე,
ნუ აწყენინებ ნურავის,
ვინც თავად გულით გატარებს...
გარდავიცვალე იქ, სადაც
თანასწორია სულ ყველა,
ჩემი ცხოვრების მაგიერ,
მივიღე ალბათ, ნუ ღელავ..
კეთილმოწყალე უფალი
გულწრფელ სინანულს მიიღებს,
შეინანიე ცოდვები,
თუ შენი სული ქვითინებს...
"კბილი კბილის წილ" მცდარია,
ასე ნურასდროს იცხოვრებ
ყველას სიკეთით უხადე
და ამაღლდები იცოდე...
მტრისთვის სიკეთე შეძელი
და მისთვის ჩუმად ილოცე..
არ შეგაშინოს არასდროს,
თუ თავი მარტოდ იგრძენი..
გარდავიცვალე, იქ სადაც
სიმართლეს ბრძოლა უხდება
და როცა ის გაიმარჯვებს
ყველა ტკივილი ყუჩდება..
იფიქრე მე რომ შენთან ვარ
როცა შენ ლოცვა გინდება,
და ანგელოზი ყოველთვის
იცოდე შენთან იდგება.
შეიშრე ცრემლი თვალებზე
და შენთანმყოფი მიწამე,
სანამ გვყოფს მიწა ერთმანეთს
შენ შორიდანაც გიყვარდე....

ანი ნოზაძე

დანარჩენი იხ ჯგუფში, რომლის ლინკი ზემოთაა მითითებული.

-

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100