ნარკომაფიის ახალი სქემა - "ირანის მოქალაქემ „ჰეროინი“ საქართველოში სხეულით შემოიტანა"
ნარკომაფიის ახალი სქემა - საქმის მასალების მიხედვით, ირანის მოქალაქემ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 300 გრ. „ჰეროინი“ სხეულით შემოიტანა.
ირკევა, რომ ეს უკანასკნელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აიყვენეს.
დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს, მისი სასამართლო კი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. უცხო ქვეყნის მოქალაქის ინტერესების დამცველი "პირველებთან" ეუბნება, რომ კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან პოზიციები დაკავებულთან ამ დრომდე არ შეუთანხმებია.
ირანის მოქალაქე ერთ-ერთია ცხრიდან, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ერთ ერთ ბრალდებულის, ბელორუსის მოქალაქეს მარიხუანა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სახელდახელოდ მოწყობილ სათბურებში მოჰყავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, იმერეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს, მათ შორის, 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
კომენტარი