სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის პატრიარქის განცხადებით, უკრაინაში დღევანდელი ვითარება იმის გამო შეიქმნა, რომ დონბასში ხალხს გეიაღლუმის გამართვა სურს

რუსეთის პატრიარქის, კირილის განცხადებით, უკრაინაში დღევანდელი ვითარება იმის გამო შეიქმნა, რომ რვა წელია, გარკვეული ძალები ცდილობენ დონბასში არსებული საზოგადოებისა და მისი ღირებულებების განადგურებას. ამის შესახებ უცხოური გამოცემა წერს.

როგორც პატრიარქი ამბობს, მსოფლიო ძალები სამომხმარებლო და „თავისუფალ“ საზოგადოებას თავს ახვევენ თავიანთ ღირებულებებს.

„რვა წლის განმავლობაში ცდილობდნენ გაანადგურონ ის, რაც დონბასში არსებობს. იცით რა არის ეს ტესტი? ტესტი ძალიან მარტივი და ამავდროულად საშინელია - ეს არის გეი აღლუმი. ბევრის მოთხოვნა გეი აღლუმის გამართვის შესახებ არის ამ ძალიან ძლიერი სამყაროსადმი ლოიალობის გამოცდა.

გეი აღლუმები შექმნილია იმის დემონსტრირებისთვის, რომ ცოდვა არის ადამიანის ქცევის ერთ-ერთი ვარიაცია. ასე რომ, ომს არა მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვსაუბრობთ რაღაც განსხვავებულზე და ბევრად უფრო მნიშვნელოვანზე, ვიდრე პოლიტიკაზე. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ხსნაზე, იმაზე, თუ სად დასრულდება კაცობრიობა.

ყოველივე ზემოთქმული მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ შევედით ბრძოლაში, რომელსაც აქვს არა ფიზიკური, არამედ მეტაფიზიკური მნიშვნელობა და რომელ მხარეს აირჩევთ „დღეს არის გამოცდა უფლისადმი ჩვენი ერთგულებისთვის, ჩვენი უნარი ვაღიაროთ რწმენა ჩვენი მხსნელის მიმართ“,- ამბობს პატრიარქი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100