აი რას წერენ რუსი ვარსკვლავები ჟანა ფრისკეს გარდაცვალებაზე
41 წლის ჟანა ფრისკეს გარდაცვალებამ დღეს მთელი რუსეთი დაანაღვლიანა, მომღერალს სამშობლოს საზღვრებს გარეთაც გლოვობენ თაყვანისმცემლები, ულამაზესი ქალბატონის სიკვდილმა გული დასწყვიტა კოლეგებსაც, აი რას წერენ რუსი ვარსკვლავები ჟანა ფრისკეს გარდაცვალებაზე.
ვალერია: ძლიერი, კეთილი, ლამაზი, მხიარული. გული მტკივა. გვახსოვხარ, გვიყვარხარ!
დიმა ბილანი: მინდოდა სასწაულის მერწმუნა, თითქოს სიკეთე გაიმარჯვებს და ჟანა გამოჯანმრთელდება ყველაფრის მიუხედავად.... საშინლად ვგლოვობ! ჟანა იყო ბრძენი გოგონა, ყველა თემაში ჩაღრმავებული, ის იყო გოგონა სულით! ჩვენ შენ გვახსოვხარ! მისი ოჯახის წევრებს კი ვეტყოდი მხოლოდ ერთ სიტყვას: გაუძელით!
თინა კანდელაკი: ცელქი, ცოცხალი, უსასრულოდ კეთილი... შენი ღიმილის დავიწყება შეუძლებელია... მეჩვენება თითქოს ახლა გამოჩნდები და გვეტყვი, რომ ყველაფერი სხვაგვარადაა და აქ ხარ ჩვენთან... არ მჯერა, რომ ჩვენ შენ გეუბნებით „მშვიდად იძინე“
ანი ლორაკი: ვუსამძიმრებ ოჯახს. ძალიან სამწუხაროა, ნათელში ამყოფოს.
სერგეი ლაზარევი: ვუყურებ ახალ ამბებს, სოციალურ ქსელს, შენ ყველას უყვარდი! შეუძლებელი იყო რომ არ ყვარებოდი ადამიანს! ისეთი ნათელი და კეთილი იყავი, ისეთი ლამაზი და ჩვენიანი! გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ დღეს მთელი ქვეყანა გლოვობს. არ მჯერა ჯანა...
დენის კლეერი: ისე ადრე და უსამართლოდ, მშვიდობით ძვირფასო ჟანოჩკა... ვგლოვობთ
ანიტა ცოი: ჟანა, დაე მსუბუქი იყოს შენთვის მიწა. მის ნათესავებს ვუსამძიმრებ. ჟანა მშვიდობით.
ალექსანდრ არუთინოვი: RIP ჟანა ფრისკე
ქსენია სობჩაკი: ის იყო ლამაზი და კეთილი. RIP
ირაკლი ფირცხალავა: ვილოცოთ მისთვის, დაე უფალმა მშვიდი სასუფეველი დაუმკვიდროს! ვუსამძიმრებ ყველა მეგობარს და ნათესავს. ჟანკა მე შენ ყოველთვის მემახსოვრები, როგორც ნამდვილი ქალი, ბრძენი, ლამაზი, კეთილი. კეთილი ღიმილით გავიხსენებ ჩვენს შეხვედრებსა და ურთიერთობას
გლუკოზა: ცხარედ ვტირი. ჩვენი საყვარელი, ძლიერი და ნამდვილი. არ მჯერა, რომ ყველაფერი ასე დასრულდა.
ფილიპ კირკოროვი: არ შემიძლია ამის დაჯერება, მშვიდობით საყვარელო ჟანა, მშვიდობით მეგობარო, ნამდვილო მეგობარო, მე ვტირი, ამის დაჯერება შეუძლებელია, ეს სისასტიკეა.
კომენტარი