სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია „არემჯი" „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ წევრებს სიცრუეში ადანაშაულებს

კომპანია „არემჯი“ კიდევ ერთხელ ეხმაურება „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ განცხადებას, თითქოს ყაჩაღიანის უბანზე მიმდინარე სამუშაოებისას აღმოჩენილი იქნა „მნიშვნელოვანი არტეფაქტები“ . კომპანია მოუწოდებს კომიტეტის წევრებს დაუყოვნებლივ წარმოადგინონ აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი ფაქტები და მტკიცებულებები ან უარყონ იგი.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ მხრიდან აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გავრცელება არის კომპანიის მიმართ დაგეგმილი მიზანმიმართული პროვოკაცია, რომლის ერთადერთი მიზანი ყაჩაღიანის უბანზე სამუშაოების შეჩერებაა.

იმ შემთხვევაში თუ, უახლოეს პერიოდში არ მოხდება კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა ან გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა, შეგვიძლია უკვე დანამდვილებით განვაცხადოთ, რომ „საყდრისის გადარჩენის კომიტეტი“, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მიზანმიმართულად ახდენს სიცრუის ტირაჟირებას, რომლის მიზანია კომპანია „არემჯის“დისკრედიტაცია, ბოლნისის რაიონისა და მთლიანად რეგიონის განვითარების შეფერხება, რასაც შეიძლება უმძიმესი შედეგები მოჰყვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100