იოსებ მაკრახიძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქ.გორში, ვერხვების დასახლებაში, მელიქიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობასთან შეხვედრისას დეპუტატობის კანდიდატმა ქალაქის განვითარების გეგმაზე ისაუბრა. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივებმა, მაჟორიტარ კანდიდატთან ერთად არსებული პრობლემების მოგვარების გზებზეც ისაუბრეს.
„დღეიდან მე ჩემს ქალაქის თითოეულ უბანში მივალ და თითოეული გორელის პრობლემას გავეცნობი. 8 ოქტომბრიდან, ჩვენ ერთად დავიწყებთ ჩვენი ქალაქის უკეთესი ცხოვრების შექნას. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩემი ქალაქის განვითარება, რადგან მე ამქალაქში დავიბადე. მე ვიქნები გარანტი ახალი ქალაქისა და უკეთესი მომავლის შენების.“- განაცხადა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ.(R)
კომენტარი