„ნატახტარის“ გათამაშება იწყება!
19 მაისს, 13:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში (კოსტავას # 68) გაიმართება კომპანია „ნატახტარის“ პრესკონფერენცია, ნატახტარის ახალი გათამაშების შესახებ. გათამაშების დეტალებზე ისაუბრებენ და პრესკონფერენციაზე დამსწრე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი, პირველი არხის სპორტული კომენტატორი დავით მინაშვილი და ბაჩო ქაჯაია - გათამაშების წამყვანი.
2014 წლის გათამაშების თემატიკა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს მიეძღვნება. გათამაშების მექანიზმი ეფუძნება თავსახურში გამოსახული რვა სიმბოლოიანი კოდის სპეციალურ ნომერზე - 9 11 01 - გაგზავნის პრინციპს. რის შემდეგაც მონაწილეს მიუვა საპასუხო მოკლეტექსტური შეტყობინება, რომელიც აცნობებს მას, იმ რიცხვს, როდესაც გათამაშდება მისი ნომერი. ასევე თითოეულ მონაწილეს მიენიჭება უნიკალური ნომერი, რომელითაც იგი შეძლებს საკუთარი თავის მონახვას გათამაშების ელექტრონულ ცხრილში კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.natakhtari.com და Facebook გვერდზე www.facebook.com/natakhtari. გამარჯვებულები გამოვლინდებიან პირდაპირ ეთერში და გადაეცემათ ფულადი პრიზები.
გათამაშების ათ ერთგულ და აქტიურ მონაწილეს გარანტირებულად ელით ფულადი პრიზი 5000 ლარის ოდენობით. მათი გამოვლენა მოხდება 13 ივლისს.
გათამაშების განმავლობაში ტრადიციულად იმოქმედებს ცხელი ხაზი: 0322 550 700.
კომენტარი