სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფხაზეთის "პრეზიდენტობისთვის" შესაძლოა, შამბამაც იბრძოლოს

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა “საპრეზიდენტო არჩევნებზე” საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ გამორიცხავს.

შამბას განცხადებით, მან და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ანქვაბმა შესაძლოა, ერთდროულად იყარონ კენჭი".

"აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორვრიცხავ. არსებობს შესაძლებლობა, რომ მეც და ანქვაბმაც ამ თანამდებობისთვის ვიბრძოლოთ. თუ ჩვენ ორივე მივიღებთ მონაწილეობას, გარანტირებული იქნება, რომ თითოელი ჩვენგანი დემოკრატიული არჩევნების შედეგებს აღიარებს და ეს არჩევნები მეგობრული იქნება", - განაცხადა შამბამ.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში 29 მაისს გარდაიცვალა. დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებით, ვადამდელი "საპრეზიდენტო არჩევნები" რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების დღეს - 26 აგვისტოს გაიმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100