სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლაგოდეხის სამშობიაროში ბოლო 24 საათის განმავლობაში 10 ჩვილი დაიბადა

უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდა ლაგოდეხის სამშობიარო სახლში, სადაც 24 საათის განმავლობაში 10 ჩვილი დაიბადა. ათივე თავს კარგად გრძნობს. ახალდაბადებულთაგან 4 გოგოა, 6 კი ბიჭი.

ლაგოდეხის სამშობიარო სახლის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ეს იყო მათი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში ყველაზე მძიმე და სასიამოვნო დღე. ორი მშობიარობა საკეისრო კვეთით, რვა კი - ფიზიოლოგიურად ჩატარდა.

ლაგოდეხის სამშობიარო სახლი იმ კლინიკაში შედის, რომელიც „ასი ახალი საავადმყოფოს“ ფარგლებში სულ რაღაც ერთი თვის წინ გაიხსნა. მოკლე დროში ერთდროულად ათი მშობიარის მიღება კახეთის რეგიონში მხოლოდ ამ კლინიკაშია შესაძლებელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100