სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაკარგულ მამაკაცს მდინარეში ეძებენ - ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მაშველთა ჯგუფები

თელავის სოფელ გულგულაში მეორე დღეა 80 წლამდე კაცს ეძებენ. ხანდაზმული ბოლოს მინდორში იმყოფებოდა სადაც საქონელის მწყემსავდა, რის შემდეგაც სახლში არ დაბრუნებულა.

ადგილობრივების თქმით, ალექსი ოხანაშვლის დაკარგვის ეს პირველი შემთხვევაა. მათი ვარაუდით ოხანაშვილი მდინარე ალაზანში ჩავიდა საბანაოდ და დინებამ გაიტაცა, რადგან მისი ტანსაცმელი მიმდებარე ტერიტორიაზეა ნაპოვნი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მაშველები და მყვინთავები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე მობილიზებულია როგორც კახეთის მეხანძრე -მაშველები, ასევე თბილისის სწრაფი რეაგირების ბაზის მყვინთავთა ჯგუფი სპეციალური ტექნიკით. მიმდინარეობს მდინარის ფსკერის მონიტორინგი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100