პოეტი ქალის დარიგება ცოლებს
ზოგჯერ მაკიაჟი მოიცილეთ,
თვალის დაანახეთ ფერი,
ზოგჯერ სულ უბრალოდ დადუმდით და
გულზე დააფარეთ ხელი....
ზოგჯერ მთის გადაღმა დაპატიჯეთ,
შალი მოიხურეთ ერთი,
ზოგჯერ დაუთმეთ და თქვენ წაჰყევით-
სპორტზე,მოედანზე თმენით:)
ზოგჯერ საჩუქარი მოუმზადეთ,
მცირე,თუ არა გაქვთ ბევრი,
ზოგჯერ ოცნებები გაუმხილეთ,
მისიც მოისმინეთ ---გეტყვით....
ზოგჯერ გაებუტეთ და ადროვეთ,
იქნებ აგიტაცოთ ხელში,
ზოგჯერ როცა ელის თქვენს სიბრაზეს-
მოდით,აპატიეთ ერთიც:)
ზოგჯერ სიყვარულზე წაუკითხეთ,
ზოგჯერ მას აკითხეთ თქვენთვის,
ზოგჯერ შეახსენეთ,რომ თქვენს გარდა
არ ჰყავს სხვა სიმდიდრე გვერდით....
ზოგჯერ უსიტყვოდაც ესაუბრეთ,
ფარდა გადასწიეთ მზეში,
ზოგჯერ გაადიდეთ,გააბევრეთ-
სუნთქვა ჩააკინძეთ თმებში.....
.............................................
ზოგჯერ სულ უბრალოდ დადუმდით და
გულზე დააფარეთ ხელი....
კომენტარი