„დროა კოალიცია „ქართული ოცნება“ შეეგუოს იმ რეალობას, რომ
„დროა კოალიცია „ქართული ოცნება“ შეეგუოს იმ რეალობას, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი მართალია იყო დასახელებული კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ, მაგრამ იგი არ არის კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრი. ეს მასაც უთქვამს და მე ცოტა მეტსაც ვიტყოდი.. პრაქტიკულად ამას ჩვენი კონსტიტუციური სისტემაც განაპირობებს“.
-განაცხადა დავით უსუფაშვილმა გადაცემა „პოლიტარტში“ სტუმრობისას.
მისივე თქმით, -„პრეზიდენტი შეიძლება იყოს დასახელებული პოლიტიკური პარტიის მიერ, ქონდეს გარკვეული ბმა ამ გუნდის პოლიტიკურ ისტორიასთან, თუ პოლიტიკურ მომავალთან, მაგრამ თავისი ფუნქციების შესრულებისას ის უნდა იყოს არა რომელიმე პარტიის პოლიტიკის გამომხატველი, არამედ უნდა შეეცადოს შეაგროვოს პარტიები, შეაგროვოს შეხედულებები. ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტი ახერხებს თუ არა ამ ფუნქციის ძალიან კარგად შესრულებას.. არ ვიცი.. შეიძლება იყოს სურვილები, მეც შეიძლება მქონდეს სურვილი, რომ მეტად შეძლოს ამ ფუნქციის შესრულება, არა მხოლოდ ოპოზიციური სპექტრის თავმოყრა და მათი მოსაზრებების გაერთიანება, არამედ კიდევ უფრო ფართოდ, ზოგადად პოლიტიკური სპექტრის პოზიციების თავმოყრა, როდესაც საქმე ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებს ეხება“.
კომენტარი