სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გურამ შეროზია: ვერ ვხვდები, იმ ხალხს, ვისაც მისი პრობლემები გიხარიათ, საიდან გეტევათ ამდენი ბოროტება გულში, გვარამია არ არის "რუსთავი 2"

გურამ შეროზია რუსთავი 2-ის შესახებ ასეთ პოსტს აქვეყნებს:
"როგორც არ უნდა გძულდეთ, რუსთავი 2 არის ქვეყანაში ძალზედ მნიშვნელოვანი არხი.

შემომლაწუნებელი, ზოგჯერ გამაბუქებელი, ზოგჯერ ზედმეტად ხისტი და მაინც: ძალიან საჭირო.

ვერ ვხვდები, იმ ხალხს, ვისაც მისი პრობლემები გიხარიათ, საიდან გეტევათ ამდენი ბოროტება გულში. გვარამია არ არის რ2, რომელიც ასევე შეგიძლიათ მოგწონდეთ, ან არ მოგწონდეთ, ეს არიან ჟურნალისტები, ჩვენი საყვარელი გადაცემები და ბევრი, ბევრი ადამიანი.

ჰოდა, მაგრად მკიდია ლოგოც, სახელიც და სანდრო ეულის 5-იც, ჩემთვის მთავარი არის ხალხი, ვინც ამ ყველაფერს ქმნის და შექმნის და ვიქნები მათთან, სადაც არ უნდა წავიდნენ!

იმედშიც მიმუშავია, საზმაუშიც და აი ახლაც რომ ვმუშაობდე, იგივეს დავწერდი. ელემენტარული კოლეგიალობის ამბავია, იგივესკენ მოგიწოდებთ.

ამჯერად კი - კიდევ ერთხელ, ჩემი მხარდაჭერა და სიყვარული რუსთავი 2-ს, არც ქოცი, არც ნაცი და არც ირმას დამქაში მოქალაქისგან!"- წერს ბლოგერი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100