თიბისი გალერეა ვანო აბულაძის გამოფენას მასპინძლობს
22.10.2015 თიბისი გალერეა ცნობილი ქართველი მხატვრის, ვანო აბულაძის პოპარტს, „თეთრი ციებ-ცხელება“ მასპინძლობს.
„თეთრი ციებ-ცხელება“ გამოფენა-აქციაა, რომლის ფარგლებშიც მხატვარმა პირველად წარმოადგინა 3 სამგანზომილებიანი კომპოზიცია, ანუ ობიექტი და ასამბლაჟის ტექნიკით (სხვადასხვა მასალითა და ნივთებით, მათ შორის ავტომობილის ნაწილებით, საყოფაცხოვრებო ნივთებით) შესრულებული 25-ზე მეტი ნამუშევარი.
ვანო აბულაძის პოპარტი პრინციპულად განსხვავდება მის მიერ წინა წლებში შექმნილი ნამუშევრებისგან, თუმცა მხატვარითავის თემატურ ხაზს აგრძელებს და გროტესკით გაჯერებულ კომპოზიციებს გვთავაზობს.
ექსპოზიციაზე, რომელიც სპეციალურად თიბისი გალერეისთვის შეიქმნა, ცნობილი მხატვარი ზუსტად ცხრა თვის განმავლობაში მუშაობდა.
ვანო აბულაძის ნამუშევრები “უნგრეთის ხელოვნების მუზეუმში” , “მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთახელოვნების მუზეუმში”,გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, აშშ-ის და საქართველოს კერძო კოლექციებშია დაცული. მხატვრის ნამუშევრები მსოფლიოს მასშტაბით არაერთი პერსონალური და ჯგუფური გამოფენის ფარგლებში გამოიფინა.
ვანო აბულაძის გამოფენას თიბისი გალერეა უკვე მეორედ მასპინძლობს. პირველად მხატვრის ნამუშევრები “ძველი და ახალი ბათუმი“ თიბისი გალერეაში 2014 წელს გამოიფინა.
„თეთრი ციებ-ცხელება“ დამთვალიერებელს თიბისი გალერეაში 6 ნოემბრამდე ელოდება.
კომენტარი