მოსკოვში მეტროს სადგური "Международная" იწვის
რამდენიმე წუთის წინ რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხანძარი გაჩნდა მოსკოვის მეტროს ერთ-ერთ სადგურში - "Международная". ამ დროისთვის იქ მეხანძრეები და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ.
როგორც „ლაიფნიუსი“ მეტროსადგურის თანამშრომლებზე დაყრდნობით იტყობინება, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა: ხანძარი გვირაბს მოედო, რამდენიმე წუთში კი სადგურის ბაქანი და მიმდებარე ტერიტორია კვამლით გაივსო. მეტროში მყოფი ადამიანების ევაკუაცია დროულად მოხდა, ასე რომ, არავინ დაზარალებულა.
„საბედნიეროდ, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, როცა მეტროში ძალიან ცოტა ხალხი იყო“, - უთხრა „ლაიფნიუსს“ ერთ-ერთმა მაშველმა, რომელიც მეტროს სადგურში ავარიის ლიკვიდაციაზე მუშაობს.
კომენტარი