"ევროპა ხომ უნდათ, ხოდა ევროპული დარბევა მიიღონ" - ალტ-ინფოს მხარდაჭერები ახალგაზრდებზე
ოჯახის სიწმინდის დღეს ქუჩაში გამოსული ალტ-ინფოს მხარდამჭერები ამბობენ, რომ ახალგაზრდებმა, რომლებიც მშობლებს არ უჯერებენ და სახლში არ სხედან, "ევროპული დარბევა" მიიღეს.
იტალიაში პოლიციას ხელი რომ დააკარო, ისე გაგლახავენ, არც აგებენ პასუხს. ევროპა ხომ უნდათ, ხოდა ევროპული დარბევა მიიღონ", - ამბობს ალტ-ინფოს მხარდამჭერი.
ხელისფლების მაშველი რგოლი ისევ ალტ-ინფოა. დიდი ხნის პაუზის შემდეგ, რადიკალური ქმედებებით ცნობილი მოძრობა ისევ თბილისის ქუჩებში გამოჩნდა. რუსთაველის გამზირზე ოჯახის სიწმინდის დღეს, დღეს ალტ-ინფო რუსული კანონის მხარდამჭერი ლოზუნგებით და პრორუსული გზავნილებით იდგა. ალტ-ინფოს პრორუსულ ჯგუფ მოსწონს რუსული კანონი თუმცა ფიქრობენ, რომ კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით უნდა დაისაჯოს ყველა!
კომენტარი