სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალგაზრდა წყვილმა თავისი 2 წლის ვაჟი სასტიკად სცემა - ბავშვმა მრავლობითი მძიმე დაზიანებები მიიღო და ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის

რუსეთის ქალაქ კრასნოდარში ახალგაზრდა მეუღლეებმა თავიანთი 2 წლის ვაჟი სასტიკად სცემეს - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "Запад 24" იუწყება.


როგორც ექიმები აცხადებენ, მცირეწლოვანმა თავის ტვინის დაზიანება მიიღო, ამასთან უამრავი სისხლჩაქცევა ჰქონდა მთელს სხეულზე. მშობლების მხრიდან სასტიკად მოპყრობის მიზეზი უცნობია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით ეს ბავშვისთვის პირველი შემთხვევა არ არის, რადგან მას რეგულარულად სცემდნენ.

ბიჭუნა ახლა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და სიცოცხლისთვის იბრძვის. ექიმებს უჭირთ იმის თქმა, რამდენად დიდია მისი გადარჩენის შანსი. ბავშვის მშობლები ახლა დროებითი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა არძრული. ორივე მათგანს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100