ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში (ვიდეო)
ხმაური
ოზურგეთის
საკრებულოში
- „ნაციონალური
მოძრაობის
მოშიმშილე
დეპუტატებმა
საკრებულოს
თავმჯდომარის
კაბინეტის
კარზე
ჩაფხუტის
დამაგრება
სცადეს,
რისი
საშუალებაც
სამართალდამცველებმაც
არ
მისცენ.
მათ
ერთ-ერთი მოშიმშილის - დავით მჟავანაძის დაკავება სცადეს, თუმცა აქციის მონაწილეებმა პოლიციას ამის საშუალება არ მისცა.
„ჩვენ საკრებულოს თავმჯდომარეს სიმბოლურად, „კასკა“ მოვუტანეთ, რომ როდესაც ხელისუფლებისგან შეიცვლებიან, თავიანთმა კოლეგებმა მასაც რომ არ გაუტეხონ და ისე არ მოექცნენ, როგორც მე მოექცნენ,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბესო ქათამაძემ, რომელიც რამდენიმე დღის წინ საკრებულოს თანამშრომლები და „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სცემეს.
ოზურგეთის ცენტრში ამ წუთებში მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ისინი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებას და „ენმ-ის“ წევრის, ბესო ქათამაძის ცემაში დამნაშავე პირებისათვის სადეპუტატო მანდატის ჩამორთმევას მოითხოვენ.
ოზურგეთის ცენტრში დილიდან რამდენიმე ასეული სამართალდამცველია მობილიზებული. საპროტესტო აქციის პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლები შიმშილობას აგრძელებენ.
კომენტარი