სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიცაში ტერაქტის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა

ნიცაში ტერაქტის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა. 14 კი ამ დრომდე საავადმყოფოებში კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება. დაშავებულთა შორის ბრიტანეთის, დანიის და ავსტრალიის მოქალაქეებიც არიან. ბოლო ინფორმაციით, მათ შორის არ არიან საქართველოს მოქალაქეები.

გუშინ ადგილობრივი დროით 23:00-ზე ნიცაში, სადაც მოსახლეობა ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში უზარმაზარი სატვირთო ავტომობილი შევარდა.

თვითმხილველების ცნობით, მძღოლი განგებ ატარებდა მანქანას ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაესრისა. ტერორისტმა დაახლოებით 2 კილომეტრის გზა გამოიარა, რის შემდეგაც სატვირთო მანქანა გააჩერა და იქ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს. სატვირთო მანქანაში დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა და იარაღი აღმოაჩინეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მძღოლი 31 წლის ტუნისელი იყო. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ის სამართალდამცავი ორგანოებისთვის დანაშაულებრივი ქმედებების გამო ადრეც იყო ცნობილი. პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ორგანიზატორი სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოა“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100