ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სოსო პავლიაშვილი ქართულად და საქართველოზე ამღერდა
სოსო პავლიაშვილმა თბილისს ახალი სიმღერა მიუძღვნა და აღნიშნული ფაქტი სოციალურ ქსელში სელფ-ვიდეოთი დაანონსა.
„ძვირფასო მეგობრებო, მოხარული ვარ გამცნოთ, რომ უკვე ხვალ შეგეძლებათ ნახოთ ვიდეოკლიპი სიმღერაზე თბილისი, რომელიც ორ ენაზე, რუსულად და ქართულად ჩავწერე. იმედი მაქვს მოგეწონებათ. ჩამოდით თბილისში და დარწმუნებული ვარ არ ინანებთ“ - წერს პავლიაშვილი ვიდეოს აღწერილობაში.
სელფ-ვიდეოს ბოლოში კი მომღერალი სიმღერის დასრულების შემდეგ ამბობს „თბილისი, მსოფლიოში საუკეთესო ქალაქი. მე შენ მიყვარხარ“
ცნობისთვის რამდენიმე თვის წინ თბილისს რუსული ესტრადის კიდევ ერთმა ვარკვლავმა, ირაკლი ფირცხალავამაც მიუძღვნა სიმღერა.
კომენტარი