საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო განცხადება გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით
საქართველოს პრეზიდენტმა გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ასრულდეს.
"სახელმწიფოს უმთავრესი დანიშნულებაა ადამიანის უფლებების დაცვა. მართლმსაჯულების მიზანიც ამ უფლებების უზრუნველყოფაშია. საკონსტიტუციო და საერთო სამართალოები უნდა იდგნენ ამ სადარაჯოებზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო და სავალდებულოა შესასრულებლად. შესაბამისად, გუშინდელი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს საერთო სასამართლოების მიერ. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ამ გადაწყვეტილების ყველა კონკრეტულ შემთხვევაში აღსრულების პროცესს," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კომენტარი