8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ახლა თქვენთვის მნიშვნელოვანია გამოიყენოთ ხელსაყრელი მომენტი და გავლენიანი ნაცნობობა სამსახურეობრივი წინსვლისათვის, მაგრამ ნუ დაკარგავთ წესიერი და კეთილსინდისიერი ადამიანების ნდობას.
კურო
გამოიყენეთ ამ დღის შესაძლებლობები. ახლა მოდუნების დრო არ არის, მოაწესრიგეთ მნიშვნელოვანი საბუთები, დაასრულეთ ადრე დაწყებული საქმეები და გახსოდეთ, ადამიანები გექცევიან ისე, როგორც თავად ექცევით საკუთარ თავს.
ტყუპები
ნებისმიერ საქმიანობას ჯობია შემოქმედებითად მიუდგეთ, შესაძლოა მშვენიერი იდეები მოგივიდეთ თავში, რომლის გამოყენებითაც ყველა მოგებული დარჩება. გაწერეთ სამომავლო გეგმები და სტრატეგია.
კირჩხიბი
განამტკიცეთ საკუთარი თავის რწმენა, თქვენი წარმატება სწორედ ამაზეა დამოკიდებული. გადახედეთ თქვენს გეგმებსა და ჩანაფიქრებს შეიტანეთ მათში კორექტივები.
ლომი
წარმატებული დღისთვის მნიშვნელოვანია დღის პოზიტიური დასაწყისი. გქონდეთ უკეთესის იმედი, შეიქმენით სადღესასწაულო განწყობა და გაითვალისწინეთ, რომ სხვებისთვის სამაგალითო უნდა იყოთ.
ქალწული
ეს დღე ჯობია თქვენი სივრცის დასუფთავებასა და მოწესრიგებას დაუთმოთ, გადახედეთ დაზიანებულ ნივთებს, სამოსს რომელსაც აღარ იყენებთ, ურთიერთობებს, რომლებიც გღლიან და გაბრკოლებენ განვითარების გზაზე. გაათავისუფლეთ სივრცე ახალი ენერგიებისთვის.
სასწორი
ჩვეული საქმიანობით დაკავდით, თავი შეიკავეთ უსარგებლო კომუნიკაციებისა და მგზავრობებისგან. განიტვირთეთ, გაისერინეთ სუფთა ჰაერზე, სასურველია სარელაქსაციო შხაპი მიიღოთ, არ დაგავიწყდეთ არომათერაპია.
მორიელი
ნუ იქნებით მოსწრებაზე, დამშვიდდით და მიჰყევით თქვენს საქმეებს, შეხედეთ დასახულ ამოცანებს სხვა რაკურსიდან, იყავით მეტად კრეატიული და იფიქრეთ თვითშემეცნებაზე.
მშვილდოსანი
ეს დღე თქვენი სივრცის დასუფთავებასა და მოწესრიგებას მიუძღვენით. მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახის წევრებსა და საოჯახო საქმეებს.
თხის რქა
მიეცით თავს მოდუნებისა და დასვენების უფლება. შეინარჩუნეთ აღებული გეზი და სამოქმედო სტრატეგია. სირთულეების შემთხვევაში აუცილებლად გამოჩნდებიან მხარდამჭერები.
მერწყული
ეს დღე იმიჯსა და ზოგადად საკუთარ თავზე ზრუნვას დაუთმეთ, დაფიქრდით იმაზე თუ რა გინდათ რეალურად, რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში.
თევზები
მეტი ყურადღება დაუთმეთ ფინანსურ საკითხებს, მსუყე შენაძენის გაკეთებას ახლა ვარკსვლავები არ გირჩევენ. პირად-სასიყვარულო სფეროში სიახლეები მოტივაციას გაძლევთ და გახალისებთ.
კომენტარი