რატომ არ სწყალობს ქართული ტელე-სივრცე ნუცა ალექსი-მესხიშვილს?
კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძის შვილმა - სალომე (იგივე ნუცა) ალექსი-მესხიშვილმა 90-იან წლებში დაამთავრა კინოხელოვნების ინსტიტუტი პარიზში. მისი სადიპლომო ფილმი „ზღვაზე ხომ არ წავსულიყავით“ ერთობ საინტერესო და იმედის მომცემი იყო. კარგა ხანს ნუცა მესხიშვილს არაფერი გადაუღია, მაგრამ შარშან მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ბედნიერება“ ვენეციის კინოფესტივალზე საგანგებო პრიზით დააჯილდოვეს.
ნახევარსაათიანი ფილმი ნუცა მესხიშვილმა ზაირა არსენიშვილის მოთხრობის - „ცოლმა ქმარი დაიტირა“-ს მიხედვით გადაიღო.
ნუცას ფილმი - ესაა სევდით და ირონიით სავსე ფილმი, რომელიც მოგვითხრობს იმაზე თუ როგორ დაიტირა იტალიაში ლუკმა-პურისთვის გადახვეწილმა ქალმა შინ, საქართველოში გარდაცვლილი მეუღლე - ტელეფონით...
რას აპირებს ნუცა მესხიშვილი, რაზე მუშაობს, რატომ არ გვაჩვენებენ მის ფილმებს და რას ფიქრობს ქართული კინოს და საერთოდ კინოს მომავალზე? „დრონი.ჯი“ ნუცა ალექსი-მესხიშვილს ესაუბრება.
- როგორ დაიბადა „ბედნიერების“ გადაღების იდეა. არსენიშვილის ნაწარმოებმა გიბიძგათ, გაგიჩინათ სათქმელი, თუ პირიქით, სათქმელი გქონდათ, და ამ სათქმელმა გაპოვნინათ ეს მოთხრობა?
- ეს თემა ჩემთვის ძალიან აქტუალური იყო, მაგრამ გადაწყვეტილება თვითონ ნაწარმოებმა მიმაღებინა. ზაირა არსენიშვილის „ცოლმა ქმარი დაიტირა“, იმდენად ორიგინალური და საინტერესო მოთხრობაა, რომ ძალიან ბევრი რამ ამან განაპირობა.
- ადამიანის ბედი სივრცეში, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ თქვენი შემოქმედების ლაიტმოტივად ყალიბდება? წინა ფილმშიც სწორედ ადამიანის ბედი გაღელვებდათ სივრცეში. იქაც სამშობლოდან გადახვეწილ გოგონას ბედზე გვიამბობდი.

- ისე მოხდა, რომ მე სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მდგომარეობაში მომიწია სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრება. ამიტომ ეს თემა ჩემთვის მნიშვნელოვანია...
- რატომ შეაჩერე არჩევანი ქართველ მსახიობებზე და არა ვთქვათ იგივე უცხოელებზე? რამ განაპირობა თქვენი არჩევანი?
- არაქართველ მსახიობებზე არც მიფიქრია. ფილმში დაკავებული მსახიობები კი იმდენად არაჩვეულებრივები იყვნენ... მაგალითად, გია აბესალაშვილი და პაატა გულიაშვილი მარტო კი არ ასრულებდნენ, არამედ თვითონ დგამდნენ სცენებს, ანანურის მოსახლეობას (სადაც ფილმს ვიღებდით) კონკრეტულ დავალებებს ასრულებინებდნენ, რიტმს აკონტროლებდნენ, ყველაფერს თვითონ აკეთებდნენ; იმდენად რომ ვამბობდით ასეთი მსახიობების ხელში რეჟისორს შეგიძლია სახლში დარჩე და ისინი თვითონ გააკეთებენ თავიანთ საქმესო. ისეთი მსახიობი, როგორც რუსუდან ბოლქვაძეა, რომელიც ასევე თვითონ იგონებს თავის პერსონაჟს, თავის კოსტუმს, კიდევ ნინო კასრაძე, ია სუხიტაშვილი... ასეთ მსახიობებთან მუშაობა, დიდი ბედნიერებაა.
- საფესტივალო შეფასება ცნობილია, საინტერესოა როგორი შეფასება მიიღეთ დედისგან, ქალბატონ ლანა ღოღობერიძისგან?

- საერთოდ ლანას იდეა იყო, ზაირას ამ მოთხრობის მიხედვით ფილმის გადაღება... მერე სცენარის დაწერაშიც მონაწილეობდა. რეაქცია ძალიან დადებითი ჰქონდა. ნამდვილად გულწრფელი, არ ვიცი რამდენად ობიექტური.
- მუშაობთ თუ არა ახალ პროექტზე, ვისთან ერთად აპირებთ ფილმის გადაღებას, რა დაედება საფუძვლად, იქნება ეს ერთობლივი ფილმი, თუ დამოუკიდებელი?
- ვეძებ ფილმის იდეას. ჯერ არ ვიცი სამწუხაროდ არაფერი. სათქმელს და ფორმას თუ მოძებნი, მერე განხორციელების გზები გამოჩნდება.

- რატომ არ უჩვენებენ „ბედნიერებას“ ქართულ ტელეარხებზე ან კინოთეატრებში? ან გინდაც თქვენ წინა ფილმს „ზღვაზე ხომ არ წავსულიყავით“? რაკი შორენა ბეგაშვილი არაა დაკავებული?
- კინოთეატრებში რთულია მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება. ტელევიზიაში ერთხელ აჩვენა გოგი გვახარიამ გადაცემა “წითელ ზონა”- ში. შუა აგვისტოში და შუაღამეს... სხვა არხები ვერ გეტყვით რატომ არ აჩვენებენ, შეიძლება არც იციან მისი არსებობის შესახებ.

- ქართულ კინოს აქვს მომავალი?
- ჯერ მთავარია, რომ ქართულმა კინომ იარსებოს, გაკეთდეს რაც შეიძლება მეტი ფილმი. მერე შეიძლება ლაპარაკი ხარისხზე. ხარისხის მისაღწევად აუცილებელია რაოდენობა. შეუძლებელია ქვეყანაში კეთდებოდეს წელიწადში 4-5 ფილმი და ყველა იყოს საინტერესო და მხატვრულად ღირებული. ბევრიდან 1-2 რომ ასეთი იყოს, უკვე დიდი მიღწევა იქნება. კიდევ აუცილებელია განათლება...
- აქვს თუ არა აზრი, მაყურებლის მოზიდვის მიზნით ქართული კინოს ზედმეტად გაკომერციულებას? ბაზარი ხომ მაინც პატარაა და მაინც ვერ ამოიღებს დანახარჯს?
- თავისთავად მთლიანად კინოს გაკომერციულებას არავითარი აზრი არა აქვს. არც მგონია რომ ეს შესაძლებელი იყოს. საერთოდ ფილმის თავიდანვე კომერციული მიზნისთვის ჩაფიქრება და შექმნა, ძალიან სახიფათო და ხშირად სრულიად არამომგებიანი საქმეა. იმ შემთხვევბშიც კი, როდესაც ამისთვის დიდი სტრუქტურები მუშაობენ. იდეალურ შემთხვევაში ყველანაირი კინო უნდა არსებობდეს. როდესაც სხვადასხვა ავტორებს აქვთ თავიანთი სათქმელი და მისი განხორციელების საშუალება, შემდეგ ზოგი ფილმი აღმოჩნდება მეტად სამაყურებლო, მიიზიდავს მეტ მაყურებელს, ზოგი ნაკლებს. მაგრამ ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, უფრო სწორედ კარგ შემთხვევაში შეუძლებელი უნდა იყოს. თუკი მოცემულობად მივიღებთ, რომ კინო ხელოვნებაა, უნდა ვაღიაროთ, რომ ხელოვნების კანონების მთლიანად დამორჩილება და განჭვრეტა თეორიულად გამორიცხულია.
- ნახეთ თუ არა, ბოლო დროს „ფილმებად“ მონათლული ქართული პროდუქცია, და რამდენად უქმნის ის საფრთხეს მაყურებლის გემოვნებას, ქართული კინოს იმიჯს, ავტორიტეტს?
- ბევრი რამ არ მინახავს. არა მგონია მაყურებლის გემოვნებას საფრთხეს ეს სხვადასხვა პროდუქცია უქმნიდეს. მაყურებლის გემოვნებას რეალურ საფრთხეს ტელევიზია უქმნის და უკვე შეუქმნა. ტელევიზია სახელმწიფო იარაღია, კინო კი ფუფუნებაა. რაც ფილმად არის მონათლული, ის ფილმად ვერ გადაიქცევა და დარჩება ფილმად მონათლულ პროდუქციად, ამიტომ ქართული კინოს იმიჯს ვერ შელახავს. სწორედ იმ თეორიის საწინააღმდეგოდ, რომელსაც ახლა ვანვითარებდი, ხარისხის და რაოდენობის შესახებ, საქართველოში ბოლო ერთ-ორ წელიწადში გაკეთდა რამოდენიმე ნამდვილად ღირებული და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფილმი. არც ერთი მათგანი არათუ არ ლახავს ქართული კინოს სახეს, არამედ საამაყოც შეიძლება იყოს.
- როგორ გესახებათ ქართული კინოს მომავალი, რა ღონისძიებებია გასატარებელი პირველ რიგში?
- მე ერთი მხრივ ვუფრთხი და მეორე მხრივ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომელთაც ასეთ რთულ კითხვებზე პასუხების გაცემა შეუძლიათ. იმისთვის რომ რამე რეალურად შეიცვალოს ამ ურთულეს სიტუაციაში, ჩვენნაირ ქვეყანას ვიზიონერები სჭირდება, ანუ ადამიანები, ვისაც აქვთ მომავლის ხედვა, ქვეყნის სასარგებლოდ. კინოს, კულტურის, სპორტის თუ საერთოდ ქვეყნის მომავლის თაობაზე. ღონისძიებების გატარება ასეთ ხალხას უნდა მივანდოთ. თუ კი ისინი კიდევ იარსებებენ და სიცოცხლე დასცალდებათ.
- რამდენად დამაკმაყოფილებლად მუშაობს ეროვნული კინოცენტრი?
- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არანაირი კონკრეტული წარმოდგენა ან პირადი შთაბეჭდილება კინოცენტრის მუშაობის შესახებ არ გამაჩნია.
- თანამედროვე ქართული ფილმების უმეტესობა ნარკომანიაზეა გადაღებული. თქვენი აზრით რა თემებზე, რა იდეებზე უნდა ისაუბროს დღეს ქართულმა კინომ?
- ეს უკვე ძალიან გავრცელებული აზრია და მე მგონი სინამდვილეს არ შეესაბამება. თანაც ხშირად მესმის იმ ხალხისგან, ვისაც თითქოს უნდათ და ელოდებიან სხვა თემებზე არსებულ კინოს. თუ ჩამოვთვლით თუნდაც დათო ჯანელიძის, ზაზა ურუშაძის, გიორგი ოვაშვილის ფილმებს, არცერთი მათგანი ნარკომანიას არ ეხება. არა მგონია პროცენტულად საქართველოში სხვა იმდენი ფილმი იყოს ნარკომანიის თემაზე გადაღებული რომ ამ ფილმების თემებს აბათილებდეს.
- საერთოდ როგორ გესახებათ კინოს მომავალი დღევანდელ ინტერნეტიზებულ ეპოქაში?
- კინოს მომავალი ძალიან კარგად მესახება. არა მგონია რომ კინოდარბაზს კომპიუტერის ეკრანი საფრთხეს უქმნიდეს. ყოველთვის იარსებებს ნამდვილი კინო, როგორც ხელოვნების დარგი და მას ყოველთვის ეყოლება მაყურებელი. ეს ორი ერთმანეთისგან სრულიად გამიჯნული სამყაროა, კინო და ინტერნეტი. ისინი ერთმანეთის პარალელურად არსებობენ.

ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (ყოველ ორშაბათს)
კომენტარი