სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სერიულ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ყუფარაძე დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ დედა-შვილ კვეზერელების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი ყუფარაძე საზღვარგარეთ დააკავეს.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე ყუფარაძის საექსტრადიციო ღონისძიებების მომზადება მიმდინარეობს.

დედა-შვილ კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ყუფარაძის დაკავების შესახებ ინფორმაციას გაზეთი ”პრაიმ ტაიმი” ავრცელებს. არსებული ცნობით, მისი აყვანა რამდენიმე დღის წინ, საბერძნეთში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2014 წელს, თბილისის ზღვაზე, დევნილთა დასახლებაში მომხდარი მკვლელობა რამდენიმე დღის წინ გახსნა. გიორგი ყუფარაძის გარდა მკვლელობაში ბრალდებულია კიდევ ერთი პირი, ვასილ გოშაძე, რომელსაც სხვა დანაშაულისთვის პატიმრობა უკვე აქვს მისჯილი. ამასთან, დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობის საქმეში, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს კიდევ ერთი პირი, თუმცა მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

როგორც ცნობილია, აღნიშნული შემთხვევის დროს დედა-შვილი მოკლეს. დედის ცხედარი ყელგამოჭრილი საკუთარ სახლში იპოვეს, გურამ კვეზერელი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა. მისი ცხედარი რამდენიმე დღის წინ, კოჟორში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში, კასრში ჩამარხული იპოვეს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100