სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თურქეთის არჩევნებში ზედიზედ მესამედ ერდოღანის გუნდმა გაიმარჯვა

თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში ზედიზედ მესამედ მმართველმა პარტიამ "სამართლიანობა და განვითარება" გაიმარჯვა.

მმართველ გუნდს მოსახლეობის 49%-მა დაუჭირა მხარი.

პარტიის ლიდერმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პრიორიტეტად ოპოზიციასთან კონსენსუსი და მშვიდობიანი თანამშრომლობა დაასახელა.

მიუხედავად გამარჯვებისა, ერდოღანის გუნდმა ვერ მოახერხა საკანონმდებლო ორგანოში მანდატების 2/3-ის მოპოვება, რაც პარტიას კონსტიტუციაში რეფერენდუმის გარეშე ცვლილებების შეტანის საშუალებას მისცემდა.

საპარლამენტო არჩევნებში ქურთების პარტიის დამოუკიდებელმა კანდიდატებმაც მოიპოვეს გამარჯვება, მათი მხარდამჭერების საზეიმო აქცია კი ქვეყნის სამხრეთში პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100