ანდერს ბრეივიკის გადაღებულ ვიდეოში, შესაძლოა, თამთა ლიპარტელიანის დახვრეტაც იყოს ასახული
იმ დასკვნამდე, რომ ტერორისტი დახვრეტის კადრებს ნამდვილად იღებდა, ნორვეგიის პოლიცია გუშინ მივიდა. გამომძიებლებმა შეისწავლეს ტერორისტის მიერ დაწერილი მანიფესტი და დაასკვნეს, რომ საშინელი კადრები მართლაც არსებობს და რომ ბრეივიკმა ვიდეომასალის გადამალვა მოასწრო.
ფირს ან კამერას, სადაც კადრებია ჩაწერილი, სამართალდამცველები ახლა უტოიას მეზობელ კუნძულზე ეძებენ, რადგან უტოიაზე ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო.
თავის მანიფესტში ნორვეგიელი ტერორისტი წერს, რომ იგი დახვრეტის კადრებს 10 საინფორმაციო საშუალებას გაუგზავნის და გამოთქვამს იმედს, რომ მათ ათიდან ერთი მაინც გამოაქვეყნებს. მანიფესტში ასევე აღნიშნულია და ბრეივიკმა ჩვენების მიცემის დროსაც აღიარა, რომ მთელი ფილმის გაკეთებას აპირებდა, რომლებიც სხვებს „სახელმძღვანელოდ“ გამოადგებოდა.
კომენტარი