თვითგადარჩენის ინსტიქტის გამო მამაკაცმა ცოლ-შვილი დასაწვავად გაიმეტა
ვოლოგოდსკის რაიონში უბედური შემთხვევა მოხდა. საცხოვრებელი სახლი უცაბედად ცეცხლში გაეხვია. შეშინებულმა მამაკაცმა კი სახლი დატოვა და მძინარე ცოლ-შვილი დასაწვავად გაწირა. ცოლი და სამი შვილი ადგილზევე გარდაიცვალა.
ალის ავარდნისთანავე 36 წლის მამაკაცი გარეთ გაიქცა და მეზობლებს სთხოვა სახანძრო გამოეძახათ. თავად კი ცოლ-შვილის გადასარჩენად უკან არ შებრუნებულა. ცეცხლი ძალიან სწრაფად განვითარდა და მთელ სახლს მოედო.
როგორც თვითმხილველები იუწყებიან, მამაკაცი სახანძრო დანაყოფის მოსვლამდე, სახლის გარშემო დარბოდა და შვილების გადასარჩენად შიგნით შესვლას ვერ ბედავდა. სახანძროს მისვლის შემდეგ კი განაცხადა: სახლში ცოლ-შვილი დარჩა, ისინი კვამლის გამო იხუთებიან...
სახანძრო დანაყოფმა ხანძრის ლიკვიდირება ორ საათში მოახერხა. მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. 32 წლის ქალბატონი, 12, 8 და 6 წლის ბავშვები ცოცხლად დაიწვნენ.
აღნიშნული საქმე სამართალდამცავებს გადაეცათ. ისინი ცდილობენ გაარკვიონ რატომ გაწირა მამაკაცმა საკუთარი ცოლ-შვილი სასიკვდილოდ.
კომენტარი